Natura Film

  • HOME
  • SERVICES
  • CASH REBATE (25%)
  • LOCATIONS
  • NEWS & BLOG
  • HOME
  • SERVICES
  • CASH REBATE (25%)
  • LOCATIONS
  • NEWS & BLOG

READ LATEST NEWS AND BLOG

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი - Gale Anne Hurd საქართველოში

9/12/2019

Comments

 
Gale Anne Hurd
თბილისი, საქართველო - 15-23 სექტემბერს "ქალები კინოსა და ტელევიზიაში - კავკასია"-სა (Women in Film & Television – Caucasus) და ნათურა ფილმის მოწვევით საქართველოს ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი ესტუმრება. გეილ ენნი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მას ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: The Terminator, Aliens, Armageddon, The Walking Dead, The Abyss და ა.შ.

გეილ ენნი საქართველოში ქვეყნის გაცნობის მიზნით ჩამოდის. სხვადასხვა რეგიონის მონახულების პარალელურად ის კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს შეხვდება და ადგილობრივი კინოწარმოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობა. დაგეგმილია სხვდასხვა აქტივობები ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის:
 
  • 19 სექტემბერი, 19:30 საათი (ბათუმი "კინოთეატრი აპოლო") - ფილმის 'Mankiller' ჩვენება, რომლის პროდიუსერიც არის გეილ ენნი;
  • 20 სექტემბერი, 16:00 საათი (ბათუმი "სასტუმრო რედისონ ბლუ") - პანელი "წარმატების ფორმულა". 
 
გეილ ენნი არის საერთაშორისო ორგანიზაცია "Women in Film & Television"-ის (WIFT) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერი. მიმდინარე წლის ივლისში დაფუძნდა ეს ორგანიზაცია კავკასიაშიც, რომლის საბჭოს წევრების უმეტესი ნაწილი საქართველოდან არიან, ხოლო პრეზიდენტი არის რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი.
 
ორგანიზაცია თავდაპირველად ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1973 წელს, თუმცა უფრო ლოკალური სახე ჰქონდა. 90-იანი წლებიდან ეს გაერთიანება WIFT-ად ტრანსფორმირდა და საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდა.
 
 
www.wifti.net
www.womeninfilm.org 
www.wiftcaucasus.org
www.facebook.com/wiftcaucasus/



Comments
Site powered by Weebly. Managed by Bluehost